დიდი შვიდეულის წევრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება, თუკი მოსკოვი არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ხელს არ შეუწყობს გასულ კვირაში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების პირობების განხორციელებას. შეთანხმება უკრაინის კრიზისის დეესკალაციას ისახავს მიზნად. დიდი შვიდეულის მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან სასწრაფოდ არის საჭირო „უკრაინაში მომავალი თვის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიული კენჭისყრის უზრუნველყოფა“, ჯგუფი მიზნად ისახავს, სასწრაფო ზომები გაატაროს მიზნობრივი სანქციების ინტენსიფიკაციისთვის. როგორც იტყობინებიან, აშშ და ევროპის კავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ მიზნობრივ სანქციებს გამოაცხადებს 28 აპრილს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომავალ კვირაში გაემგზავრება ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და განიხილავს უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე ერთობლივი რეაგირების პოლიტიკას.
ყველაზე პოპულარული
1