სეულში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პრეს-კონფერენციაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჟენევაში შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინის მთავრობა პირობებს ასრულებს - შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც ამნისტიას ანიჭებს მათ, ვინც განიარაღდება და დატოვებს სამთავრობო შენობებს, დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომელიც ყველა უკრაინელისთვის ითვალისწინებს უფლებებს. ობამას თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, შეთანხმების პირობების შესრულების თვალსაზრისით რუსეთი პასიურობს - არ აკეთებს მკაფიო განცხადებებს, არ გმობს პრო-რუსულად განწყობილ გასამხედროებულ ძალებს და თავის გავლენას არ იყენებს კრიზისის დეესკალაციის მიზნით. ობამას თქმით, დღეს საღამოს ის ევროპის რამდენიმე ლიდერთან გამართავს კონსულტაციებს:
„მნიშვნელოვანია შეიქმნას საფუძველი, რომ თუ ესკალაცია კიდევ უფრო მოიმატებს და რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრა განხორციელდება, [ევროპელი ლიდერები] მზად იქნებიან სანქციების დასაწესებლად რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორებისთვის, რასაც კიდევ უფრო ფართო შედეგები ექნება.“ ჟენევის შეთანხმება, რომელიც უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციას ითვალისწინებს, 17 აპრილს გაფორმდა რუსეთს, უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.