Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი - რუსეთისთვის არსებული "შესაძლებლობის სარკმელი" იხურება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 24 აპრილს ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ კურსის შესაცვლელად რუსეთისთვის არსებული „შესაძლებლობის სარკმელი“ იხურება. ჯონ კერი თვლის, რომ რუსეთს არ გადაუდგამს „არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი“ გასულ კვირაში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად. შეთანხმების მიზანი უკრაინაში კრიზისის დეესკალაცია იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი „თავგამოდებით ცდილობს“ ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებსა და სტაბილურობას უკრაინაში. ჯონ კერის თანახმად, თუკი რუსეთი ასე გააგრძელებს, შედეგები მისთვის „სერიოზული“ იქნება და „ძვირად“ დაუჯდება.
XS
SM
MD
LG