- საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, უკრაინის კრიზისის ფონზე გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების გამო გართულდება დსთ-ს ქვეყნებში წინასწარ ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შენარჩუნება. რეგიონში შეინიშნება ინვესტიციების მკვეთრი კლება. 2014 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდა. მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში საშუალო რეალურმა ზრდამ 6,7 პროცენტი შეადგინა.
- „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხნა 58 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-ით მეტია. პროექტის ფარგლებში ასევე განაღდებულია 73,884 სახნავი ბარათი, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარია.
- აპრილის თვეში ნავთობპროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. გაძვირდა რეგულარის ტიპის საწვავი და დიზელი, საშუალოდ, 3 თეთრით. საწვავზე ფასები ბოლოს 2013 წლის ნოემბერში გაიზარდა.