საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ. „6%-იანი ნაციონალური მოძრაობა აგორებს ჭორს, თითქოს რომელიმე მინისტრი გადადგომას აპირებს“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი სიტყვებით, სპეკულაციების მიზანია მოსახლეობაში შეიტანონ დაძაბულობა, გააჩინონ გარკვეული არასტაბილურობის განცდა და განწყობა გააუარესონ, რადგან ბოლო კვლევებით, საზოგადოების 70%-ზე მეტი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს. „ის კურსი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავიღეთ, გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ, რასაც მთელი გუნდის სახელით გპირდებით“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, როგორ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იღებს პასუხისმგებლობას, რომ არავითარი ცვლილება, გადაადგილება და არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.
ყველაზე პოპულარული
1