Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბაღდადის უნივერსიტეტზე


ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა ბაღდადში უნივერსიტეტზე შეიარაღებული პირების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო უნივერსიტეტის შესასვლელთან, რასაც სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ მოკლა თავდამსხმელთა ჯგუფის სულ მცირე სამი წევრი. იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა უნივერსიტეტის მსგავს შიიტურ სამიზნეებზე თავდასხმებში ხშირად ადანაშაულებენ სუნიტ ექსტრემისტებს. ასევე ერაყში, ქალაქ სამავაჰში - ბაღდადიდან 370 კილომეტრის მოშორებით -აფეთქდა ორი დანაღმული მანქანა, რასაც შვიდი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და რვა დაიჭრა. თავდასხმების ფონზე ერაყი 30 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG