Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტები დონეცკში არ აპირებენ დაკავებული შენობების გათავისუფლებას


დონეცკში მოქმედი პრორუსულად განწყობილი მოიერიშეები აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხევაში გაათავისუფლებენ დაკავებულ შენობებს, თუკი უკრაინის გარდამავალი ხელისუფლება გადადგება. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ჟენევის მოლაპარაკების მხარე და გააგრძელებენ ბრძოლას ავტონომიის მოთხოვნით. ჟენევაში 17 აპრილს, ოთხმხრივი მოლაპარაკების მონაწილე მხარეები გამოვიდნენ მოწოდებით დაიშალონ უკრაინაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფები, დატოვონ სამთავრობო შენობები და ყველა მხარემ თავი შეიკავოს ძალადობისგან.
XS
SM
MD
LG