უკრაინის სამთავრობო ძალებმა დაიწყეს ქალაქ სლოვიანსკის ალყაში მოქცევა. ერთი დღით ადრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალა იქნება გამოყენებული სამთავრობო კონტროლის დასაბრუნებლად სულ მცირე 10 ქალაქში, სადაც პრო-რუსულად განწყობილმა ჯგუფებმა მთავრობის შენობები დაიკავეს. ტურჩინოვმა „ტერორისტები“ უწოდა პრო-რუსულად განწყობილ ჯგუფებს, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის შენობები აქვთ დაკავებული. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, იტარ-ტასს მოაქვს სლოვიანსკის მერის მოვალეობის შემსრულებლის, პრო-რუსულად განწყობილი ვიაჩესლავ პონომარიოვის სიტყვები - რომ ქალაქი მთავრობის ძალების მიერაა გარშემორტყმული. მისი თქმით, ქალაქში შესასვლელებთან თავდაცვითმა ჯგუფებმა ბარიკადები აღმართეს.
ყველაზე პოპულარული
1