ერაყის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე დაიხურება სკანდალურად ცნობილი აბუ ღრაიბის ციხე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ციხის 2,400 პატიმარი სხვა საპატიმროებშია გადაყვანილი. აბუ ღრაიბი მდებარეობს დასავლეთის პროვინცია ანბართან ახლოს, სადაც მთავრობის ძალები უკვე თვეებია ებრძვიან სუნიტ ექსტრემისტებს. როგორც იუწყებიან, ჯერჯერობით გაურკვეველია ციხე სამუდამოდ დაიხურა თუ დროებით. გასული წლის ივლისში აბუ ღრაიბზე და კიდევ ერთ ციხეზე ექსტემისტებმა მიიტანეს იერიში, რასაც ასობით პატიმრის გაქცევა მოჰყვა. გაქცეულებს შორის ბევრი ექსტრემისტი იყო. ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის რეჟიმის პირობებში აბუ ღრაიბში ათასობით პატიმარი აწამეს. მას შემდეგ, რაც ჰუსეინის რეჟიმი 2003 წელს დამხობილ იქნა, ამერიკელმა სამხედროებმა ფოტოები გადაიღეს ციხის პატიმრების დამცირების და არაადამიანური მოპყრობის დროს.
ყველაზე პოპულარული
1