Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კონსულტაციები გამართა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსულა ოლანდმა ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციების თაობაზე ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 14 აპრილს გამოქვეყნებულ ცნობაში უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ნათქვამია, რომ პრორუსულად განწყობილმა ჯგუფებმა ხელთ იგდეს სამთავრობო შენობები. ოლანდი იმედოვნებს, რომ 17 აპრილს უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკაშირის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა დაძაბულობის შენელების თაობაზე „დიალოგის დაწყებას“ შეუწყობს ხელს. ფრანსუა ოლანდმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთანაც ისაუბრა. დასავლეთის სახელმწიფოები ახალი სანქციებით დაემუქრნენ რუსეთს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი შეირაღებული ჯგუფების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.
XS
SM
MD
LG