Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში აფეთქებამ შეიწირა 70-ზე მეტი ადამიანი


ნიგერიის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 71 ადამიანი დაიღუპა და 124 დაიჭრა ავტობუსის სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ორშაბათს დილით მოხდა დედაქალაქ აბუჯის გარეუბანში, როცა სადგურზე ასობით ადამიანი იყო მისული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ აფეთქება მოაწყო ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფმა „ბოკო ჰარამმა“. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნიგერიაში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაზე.
XS
SM
MD
LG