Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრი რუსეთის „აგრესიის აქტად“ მიიჩნევს სეპარატისტების მოქმედებას


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არსენ ავაკოვი, რუსეთის „აგრესიის აქტად“ მიიჩნევს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების მოქმედებას. ავაკოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ახორციელებენ „საპასუხო ოპერატიულ გეგმას“ მას შემდეგ, რაც აქტივისტები თავს დაესხნენ პოლიციის ქვედანაყოფებს და სხვა შენობებს რამდენიმე ქალაქში. ძალადობა შაბათს დილით დაიწყო ქალაქ სლოვიანსკში, პოლიციის შენობაში შენიღბული შეიარაღებული პირების შეჭრით. მოგვიანებით რუსეთის მომხრე აქტივისტები შეიჭრნენ მთავრობის სხვა შენობებშიც, სლოვიანსკის გარდა დონეცკში, კრასნი ლიმანში და კრამატორსკში. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახვილველად.
XS
SM
MD
LG