Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს გიგა ბოკერია


პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. დაკითხვა 4 აპრილს, 15 საათზეა დანიშნული და ეხება დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეს. პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს“.
XS
SM
MD
LG