ზუგდიდში, დადიანების სასახლის შესავლელთან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ხვდებოდა, ორი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გამო პროკურატურის ქმედებებს აპროტესტებდნენ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ. მეორე აქციის ორგანიზატორები იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები, რომელთა განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მორალური უფლება გამოძიების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
ყველაზე პოპულარული
1