წუხელ დავით ვანიშვილს რუსეთის მესაზღვრეები სტუმრობდნენ. სოფელ დიდ ხურვალეთში ვანიშვილის სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობს, საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ, რუსეთის მესაზღვრეები კი მოხუცს უცხოელებთან საუბარს უკრძალავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან.
მუქარის მიუხედავად, დავით ვანიშვილი ევროპარლამენტის წარმომადგენლებს დღეს მაინც დაელაპარაკა. ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის“ დელეგაცია, ამავე ჯგუფის პრეზიდენტის ჰანეს სვობოდას ხელმძღვანელობით, ხურვალეთელებს ადგილზე შექმნილი პრობლემების შესახებ ესაუბრებოდა. მოსმენილის შემდეგ სვობოდამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნანახით ცუდ ხასიათზე დადგა. მისი თქმით, რუსეთი შეთანხმებებს არ ასრულებს და ეს მის მიმართ ნდობას აკნინებს.
ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფი“ „ევროპის სოციალისტთა პარტიის“ ნაწილს წარმოადგენს და ევროპარლამენტში მეორე ყველაზე დიდი გაერთიანებაა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელობის მოწვევით იმყოფება. ნიმდის დირექტორი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ გაზეთებიდან გაგონილს ადგილზე ნანახი სჯობია, ამიტომ ჰანეს სვობოდას ვიზიტი ხურვალეთში ევროპარლამენტისთვის საქართველოში არსებული პრობლემების უკეთ გასაცნობად შედგა.
პრობლემები ხურვალეთში მრავლად არის. ადგილობრივი მოსახლეობა იმაზე წუხს, რომ რამდენიმე წელია ნათესავების საფლავებზე არ გასულან. სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტია და მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალურად უჭირს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ უცხოელ სტუმრებს რუკების მეშვეობით გააცნო რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართებისა და ღობეების სამუშაოები. მაგალითად, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო მავთულხლართებს მიღმა საქართველოს მოქალაქეების ქონება - 5 სახლი, მიწის ნაკვეთები, საძოვრები, ეკლესია - და სასაფლაო მოჰყვა.
ხურვალეთელებს აინტერესებთ, დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს რუსეთის მესაზღვრეები და მისცემენ თუ არა აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ საფლავებზე გასვლის უფლებას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს როგორც ჟენევის ფორმატში, ისე ერგნეთის შეხვედრებზე რამდენიმე წელია მართავენ, მაგრამ უშედეგოდ. წელსაც ხურვალეთელებს ერთი გამოსავალი დარჩებათ, შეღებილი კვერცხები მავთულხლართებს მიღმა დავით ვანიშვილს გადააწოდონ და ის სოფლის სასაფლაოზე ყველა მიცვალებულის ჭირისუფალი იქნება.