ჩეხეთის პოლიციის გამომძიებელთა თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკაში პალესტინელთა ელჩი, რომელიც თავის ბინაში აფეთქებამ მოკლა, არ ყოფილა სეიფის აფეთქების მსხვერპლი, როგორც პალესტინელები ამტკიცებდნენ თავდაპირველად. გამომძიებელთა თქმით, ჯამალ ალ-ჯამალს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში ეჭირა, როცა ის აფეთქდა სეიფის გარეთ. მათივე ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა სეიფთან დაკავშირებული. პოლიციის თქმით, საელჩოში მათ მიაგნეს 1970-1980-იანი წლების უკანონო იარაღს, 12 ერთეულს. საელჩოს თანახმად, ეს იყო ჩეხოსლოვაკიის პერიოდის მმართველების საჩუქარი პალესტინელთა განთავისუფლების ორგანიზაციისთვის ცივი ომის პერიოდში.
ყველაზე პოპულარული
1