Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა


სლოვაკეთში შაბათს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბიზნესმენმა ანდრეი კისკამ. კვირას გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, კისკამ ხმების 59,4 პროცენტი მიიღო. მეორე ტურში მის მეტოქეს, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 40,6 პროცენტი ერგო. ამომრჩევლის აქტივობამ ოდნავ გადააჭარბა 50 პროცენტს. წარმატებას, რომელიც 51 წლის კისკამ მოიპოვა, დიდწილად უკავშირებენ იმ უნდობლობას, რომელიც საზოგადოების ნაწილს მოქმედი პოლიტიკური ძალების მიმართ გაუჩნდა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალების და ეკონომიკაში პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG