რადიო თავისუფლების ბაღდადის ბიუროს უფროსი მოჰამედ ბდაივი ოვაიდი მოკლეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი სროლის შედეგად, როდესაც ჩვენი კოლეგა სამსახურიდან ბრუნდებოდა. თვითმხილველთა სიტყვებით ოვაიდს, რომელიც საჭესთან იჯდა, დაცულ არეალში შესვლის უფლებაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა გასამხედროებულ ფორმირება პეშმერგას წევრთან, რომელმაც ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. სწორედ ერაყელი ქურთების სახალხო ლაშქარი პეშმერგა ახორციელებს ეთნიკური ქურთი ერაყის პრეზიდენტის, ჯალალ ტალაბანის რეზიდენციის დაცვას. ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი შეხვდა ოვაიდის ოჯახის წევრებს და დაჰპირდა მათ, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება. ჰასან რაშიდის ჟურნალისტური ფსევდონიმით ცნობილი ოვაიდი ჟურნალიზმის ასოცირებული პროფესორი იყო ბაღდადის ალ მუსტაანსირიის უნივერსიტეტში. იგი 1993 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე მედია საშუალების სარედაქციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე.
ყველაზე პოპულარული
1