აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში არ არის რუსეთთან კონფრონტაცია, მაგრამ მოსკოვს არავინ მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები. „არავის ინტერესში არ შედის, რომ კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩავარდეს უკრაინა, რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების შეყვანისა და მეტი პროვოკაციული ქმედებების გამო. მეორეც, არავის ინტერესში არაა, სიტუაციის განმუხტვის ნაცლად მისი ესკალაცია მოხდეს. მესამე, არავის ინტერესში არაა ახალი პრობლემები და შემდგომი მსხვერპლი სირიის, ირანისა და ავღანეთის მსგავსად, სადაც ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა. და ჩვენ გვინდა თანამშრომლობა ამ საკითხებზე, არ ვესწრაფვით კონფრონტაციას, არ მოვითხოვთ ამას, მაგრამ ვერავის მივცეთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას რომელიმე ქვეყანას, რომ უნილატერალური ქმედებებით დაანგრიოს საერთაშორისო სტრუქტურები და აღადგინოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი წესრიგი“, - განაცხადა ჯონ კერიმ, რომელმაც 20 მარტს ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ "ამერიკის ხმას". აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმედოვნებს საბოლოოდ შეძლებენ "პრაქტიკული, დაბალანსებული და შინაარსიანი შეთანხმების" მიღწევას.
ყველაზე პოპულარული
1