Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში შვედი რადიოჟურნალისტი მოკლეს


ავღანეთის დედაქალ ქაბულში შვედი რადიოჟურნალისტი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნილს ჰორნერი სამშაბათს ლიბანური რესტორნის მახლობლად თავში ნასროლი ტყვიით დაიღუპა. ქაბულის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საიდ გულ აღა ჰაშიმის თქმით, დაკავებულია თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. მკვლელობის მოტივი უცნობია. თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ექსტრემისტები არ მონაწილეობდნენ ინცინდენტში. შვედეთის რადიოს აღმასრულებელი დირექტორის, სილა ბენკოს თანახმად, ჰორნერი, რომელიც ძირითადად აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს აშუქებდა, რადიოსადგურის ერთ-ერთი გამოცდილი და საუკეთესო ჟურნალისტი იყო. 50 წლის ჟურნალისტი შვედეთისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე იყო.
XS
SM
MD
LG