პრორუსული აქტივისტები ხელკეტებით და შოლტებით დაესხნენ თავს პროუკრაინულ აქტივისტებს ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინის ავტონომიურ რესპუბლიკა ყირიმში. ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონტრაციებში, რომლებიც კვირას გაიმართა სანავსადგურო ქალაქში, სადაც რუსეთის საზღვაო ფლოტია გამაგრებული. ძალადობა დაიწყო, როცა 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რათა უკრაინელი პოეტის და ეროვნული გმირის, ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლისთავი აღენიშნათ. ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში უკრაინის ერთიანობის მომხრეთა და რუსეთთან შეერთების მსურველთა მსვლელობებმა მშვიდობიანად ჩაიარა. დემონსტრაციაზე დონეცკში, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინამ არ უნდა დაუშვას გაყოფა. დონეცკში პრორუსული ძალების გამოსვლაც მოეწყო. კიევში მრავალათასიან დემონსტრაციას, რომელიც ტარას შევჩენკოს იუბილეს მიეძღვნა, მიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს თავისი მიწის „ერთ გოჯსაც“ არ დაუთმობს“.
ყველაზე პოპულარული
1