Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა სთხოვა მოსკოვს უკრაინაში ჯარების შეყვანა


რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოციციალურად სთხოვა მოსკოვს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანა ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად. ამის თაობაზე გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა გააკეთა ორშაბათს განცხადება გაეროს უშიშრეობის საბჭოს საგანგებო სხდომაზე. ჩურკინის თქმით, იანუკოვიჩმა, რომელიც რუსეთში გაიქცა, შაბათს წერილობითი თხოვნა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელი საგანგებო სხდომა - უკრაინასთან დაკავშირებული მესამე ასეთი სხდომა უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში - რუსეთის თხოვნით იქნა მოწვეული. ამასობაში უკრაინის დროებითი მთავრობა იტყობინება, რომ ყირიმში გრძელდება რუსეთის ჯარების შეყვანა.
XS
SM
MD
LG