Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს


ბრიტანეთმა და ირანმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ოფიციალურად აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც თეირანში, ბრიტანეთის საელჩოზე 2011 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ იყო გაწყვეტილი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო გასული წლის აგვისტოში ირანის პრეზიდენტის პოსტზე შედარებით ზომიერი პოლიტიკური ლიდერის, ჰასან როჰანის არჩევას. ამ ურთიერთობის აღდგენის გზაზე კი პირველი ნაბიჯი იყო დეკემბერში ბრიტანეთის სპეციალური წარგზავნილის ვიზიტი ირანში.
XS
SM
MD
LG