პაკისტანის ხელისუფლების მომლაპარაკებელები თალიბანთან მოლაპარაკებების განახლებამდე ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. მშვიდობის კომიტეტმა აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია მოლაპარაკებების უსარგებლობა „ექსტრემისტების თავდასხმების ფონზე.“ კვირას ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა დახოცეს გატაცებული 23 ჯარისკაცი, რასაც ორშაბათს დანიშნული სამშვიდობო მოლაპარკებების გადადება მოჰყვა. სამშაბათს პაკისტანის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ თავდასხმაში. იუწყებიან, რომ პაკისტანში სულ მცირე 69 კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 29 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა.
ყველაზე პოპულარული
1