Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევმა ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის საგანგებო ზომების ბრძანება გასცა


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მთავრობას და ცენტრალურ ბანკს უბრძანა ეროვნული ფონდიდან 1 ტრილიონი ტენგე, ანუ 5.4 მილიარდი დოლარი მოახმარონ ეკონომიკის ზრდას - მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა, ტენგე, მიმდინარე კვირაში 19 პროცენტით იქნა გაუფასურებული. ეროვნულ ფონდში გროვდება ნავთობის ექსპორტით მიღებული მოგების ნაწილი. პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე ნაზარბაევმა მთავრობას მოუწოდა არ დაუშვას ფასების ზრდა. ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებით, სახელმწიფო კომპანიების მუშაკების ხელფასები 10 პროცენტით გაიზრდება. ნაზარბაევმა მინისტრთა კაბინეტის წევრები გააფრთხილა, რომ ისინი შესაძლოა შეცვალონ, თუ „ყაზახეთს ინვესტორებისთვის სამოთხედ არ გადააქცევენ“. ტენგეს დევალვაცია სამშაბათს გამოცხადდა, რასაც მთელ ქვეყანაში მოჰყვა მღელვარება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ალმა-ათაში საპროტესტო აქციები გაიმართა.
XS
SM
MD
LG