Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელი მკაცრდება უკანონო ფარული მიყურადება-ჩაწერისა და მასალების გავრცელებისთვის


უკანონო ფარული მიყურადება-ჩაწერისა და ამ გზით მოპოვებული მასალების გავრცელებისთვის სასჯელი მკაცრდება. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, პატიმრობის ვადა 3-დან 7 წლამდე უნდა გაიზარდოს. ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. „ბოლო წლებში მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადება-ჩაწერით ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს-თა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მისივე თქმით, თუ პირები, რომლებიც უკანონო ფარულ ჩანაწერებს ინახავენ, აუდიო და ვიდეო მასალას საგამოძიებო ორგანოებს ჩააბარებენ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. „ყველა სხვა შემთხვევაში კანონი თანაბრად მკაცრი იქნება ყველას მიმართ, იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოს, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG