აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უეცრად მოსული დიდი თოვლის გამო, ასიათასობით ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ოთხშაბათს გადაიდო სამი ათასზე მეტი ავიარეისი. მთელ რიგ ქალაქებსა და ავტობანებზე საცობები წარმოიქმნა. ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ავტოავარიების შედეგად დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი. როგორც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იუწყება, ოთხშაბათს გვიან ღამით ქარბუქმა ამერიკის დედაქალაქსაც მიაღწია. ქალაქსა და მის გარშემო რაიონებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, დაიხურა არაერთი დაწესებულება.
ყველაზე პოპულარული
1