ბოსნიის ქალაქებში სიმშვიდეა მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამი დღე გაიმართა აქციები კორუფციისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად. პარასკევს სარაევოში ცეცხლი წაუკიდეს ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის შენობას და მთავრობის ერთ-ერთ შენობას. პოლიციის მონაცემებით, 144 პოლიციელი და 20 სამოქალაქო პირი დაშავდა დაპირისპირებებისას, რომლებიც მოხდა სარაევოში და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტუზლაში და რომლებიც ამის შემდეგ რამდენიმე სხვა ქალაქზეც გავრცელდა. ბოსნია მიეკუთვნება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს.
ყველაზე პოპულარული
1