ბანგკოკში დღეს შეტაკება მოხდა პრემირ-მინისტრ ინგლაკ ჩინავათის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. დაჭრილია ექვსი კაცი. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და ექიმები იტყობინებიან. 2 თებერვალს იქ საყოველთაო არჩევნებია. დემონსტრანტებმა გადაკეტეს იმ შენობასთან მისასვლელი გზა, სადაც ბიულეტენები ინახება, რათა ხელი შეეშალათ ბნებში მათი წაღებისთვის. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. დემონსტრანტებს სურთ, რომ მთავრობამ ძალაუფლება გადასცეს არაარჩევით „სახალხო საბჭოს“.
ყველაზე პოპულარული
1