Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის რეჟიმს ადანაშაულებენ საცხოვრებელი კვარტალების დანგრევაში


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ სირიის მთავრობას ადანაშაულებს ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ბულდოზერების გამოყენებაში ათასობით საცხოვრებელი სახლის დასანგრევად - როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ დასაჯოს ოპოზიციის მხარდამჭერად მიჩნეული სამოქალაქო პირები. ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში თავმოყრილია ინფორმაცია სატელიტური სურათებიდან, თითმხილველების მონათხრობიდან, აგრეთვე ვიდეო- და ფოტომასალა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „სირიის ხელისუფლებამ განზრახ და უკანონოდ დაანგრია საცხოვრებელი სახლები დამასკსა და ჰამაში 2012 და 2013 წლებში“, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი დარჩა სახლ-კარის გარეშე. უფლებადამცველი ორგანიზაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს ამ საქმის გამოძიებისაკენ.
XS
SM
MD
LG