Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ახალაიასთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას მისი ადვოკატი აბსურდულს უწოდებს


საქართველოს პროკურატურის მიერ კუდ-ის ყოფილი უფროსის დავით ახალაიასთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას მისი ადვოკატი აბსურდულს უწოდებს. ირაკლი ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული და პროკურატურა ცრუ მოწმეების და ყალბი მტკიცებულებების გამოყენებით ცდილობს საქმეს ახალი ეპიზოდი დაამატოს. ადვოკატი პროკურატურისგან მოითხოვს დაადგინოს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში მისი მეგობრის, ლევან ბუხაიძის და თბილისის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის როლი. ზაქარეიშვილის თქმით, თუ რა როლზეა საუბარი, თავად მოგვიანებით განაცხადებს.
XS
SM
MD
LG