პარასკევს კიევის სასამართლოსთან პოლიციისა და მომიტინგეთა შეტაკების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. იუწყებიან, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილსა და მოპიკეტეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა. სასტიკად არის ნაცემი და ჰოსპიტალშია მოთავსებული ოპოზიციაში მყოფი უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო. თუმცა, პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის შედეგად დაშავდა ათობით სამართალდამცველი. გამოძიება წარმოებს, როგორ ოპოზიციის აქტივისტების ცემის, ისე პოლიციის მიმართ გამოყენებული ძალადობის ფაქტზეც. დაძაბულობა უკრაინაში არ ცხრება მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ხელისუფლების ამ ნაბიჯს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.
ყველაზე პოპულარული
1