Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება არიელ შარონის გარდაცვალებას სამძიმრით გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამენ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო. არიელ შარონი ისრაელის გამორჩეული ლიდერი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელის უახლეს ისტორიაში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში. გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი არიელ შარონის ოჯახის წევრებსა და მთლიანად ისრაელის მოსახლეობას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
XS
SM
MD
LG