ისლამისტი ექსტრემისტები ინარჩუნებენ კონტროლს ერაყის ორი ქალაქის - ფალუჯის და რამადის - ზოგ რაიონზე, საიდანაც მათ გაძევებას ცდილობენ ერაყის უშიშროების ძალები და სუნიტი შეიარაღებული პირები. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, რამადიში სამშაბათს დილით მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 25 ექსტრემისტი. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახური იუწყება აგრეთვე, რომ უშიშროების ძალები ემზადებიან ექსტრემისტების წინააღმდეგ მორიგი ოპერაციებისათვის. ამასთან, ერაყის არმია აცხადებს, რომ გადადო ფართომასშტაბიანი იერიში ქალაქ ფალუჯის ცენტრზე, რომელსაც ექსტრემისტები აკონტროლებენ. ამ გადაწყვეტილების მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ფალუჯის და რამადის რაიონების ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა აკონტროლბენ სუნიტი მეამბოხეების და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები. ერაყის არმიამ რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნა.
ყველაზე პოპულარული
1