საქართველოში ყოველთვიურ 500-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ საომარი მოქმედებების დროს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები. 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ენიშნებათ ყოველთვიური კომპენსაცია. ამ კომპენსაციის ოდენობა წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო მომავალი, 2015 წლიდან -1000 ლარს.
საქართველოში ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ კონფლიქტებში დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები
ყველაზე პოპულარული
1