Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა მიუსამძიმრა ვოლგოგრადის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს


ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. „გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო და ურყევ პოზიციას, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ტეროროზმის წინააღმდეგ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანასა და ქალაქში მშვიდობიან ადამიანებს არ ემუქრებოდეთ ის საფრთხე, რომლის მოწმენიც ამ დღეებში გავხდით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის მზად იყვნენ და დღესაც მზად არიან ტერორიზმთან საბრძოლველად აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
XS
SM
MD
LG