პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე სამი ეჭვმიტანილი ექსტრემისტი დაიხოცა სავარაუდო ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად პაკისტანის უკონტროლო ჩრდილოეთ ვაზირისტანის ოლქში. ავღანეთის საზღვართან მდებარე პაკისტანის სობელ ქუბარ ხელში, სადაც ექსტრემისტები იმყოფებოდნენ, ორი რაკეტა ჩავარდა. აშშ-ის უპილოტო იერიშების პროგრამა დიდ დაპირისპირებას იწვევეს პაკისტანის მხრიდან, სადაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი იერიშებს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებს და აღშფოთებას ვერ მალავს სამოქალაქო პირების დახოცვის გამო. ჩრდილოეთ ვაზირისტანი ერთ-ერთი ის უკონტროლო რეგიონია, რომელიც თალიბანისა და ალ ყაიდის ექსტრემისტული დაჯგუფებების თავშესაფრად ითვლება.
ყველაზე პოპულარული
1