Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანში არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაპატიმრებით


აშშ აცხადებს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანში არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. ბაქოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ მორნინგსტარი გავრცელებულ განცხადებაში გამოდის მოწოდებით ანარ მამადლი განთავისუფლდეს მისი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში. ანარ მამადლი პოლიციამ ორშაბათს დაკითხა გადასახადებისთვის თავის არიდების და უკანონო ბიზნეს აქტივობის შესახებ ეჭვების საბაბით. მამადლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებულ განცხადებაში მორნინგსტარი სვამს შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება მამადლის დაკავება მისი ორგანიზაციის მუშაობას. მამადლი ხელმძღვანელობს არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის კვლევის ცენტრს. მისი ორგანიზაცია აზერბაიჯანში შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდა და ხმის მიცემის და ხმების დათვლის პროცესებში ფართომასშტაბიანი დარღვევების და გაყალბების შესახებ იუწყებოდა. მამადლი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი მხარდამჭერების თქმით, მთავრობა უკვე წლებია ცდილობს მამადლის და მისი ორგანიზაციის გაჩუმებას. მამადლის დაპატიმრება ერთი დღით უსწრებდა წინ ბაქოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, გიუნტერ ოტინგერის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის ჩასვლას. ისინი დაესწრნენ მილიარდობით დოლარის ღირებულების გაზსადენის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.
XS
SM
MD
LG