საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 17-18 დეკემბერს გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 26-ე რაუნდი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დისკუსიისას თბილისის დელეგაცია კვლავ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევის და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში გამყოფი ბარიერების აღმართვის გამო. სამინისტროს ცნობითვე, ქართული მხარე კვლავ გამოხატავს პოზიციას, რომ აუცილებელია რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება. თბილისის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.
ყველაზე პოპულარული
1