Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი იმედოვნებს, რომ აშშ გადასინჯავს პოზიციას ორმხრივი შეთანხმების საკითხში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გამოთქვამს იმედს, რომ შეერთებული შტატები გადასინჯავს თავის პოზიციას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საკითხში. როგორც კარზაიმ შაბათს, დელიში ვიზიტისას აღნიშნა, მას სურს უზრუნველყოფილი იყოს, რომ ორმხრივი შეთანხმება, რომელმაც უნდა განსაზღვროს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის პრინციპები, მშვიდობას და უსაფრთხოებას მოიტანს. წინა დღეს კარზაიმ ინდოეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არავის „დააშინებინებს“ თავს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. კარზაი გამოდის წინადადებით, რომ ორმხრივი შეთანხმება გაფორმდეს აპრილში ავღანეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ მაშინ, როცა აშშ მოითხოვს დოკუმენტზე დაუყოვნებლივ ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG