Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელმოსაწერად


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიტყვით, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინა მიიღოს, როგორც ასოცირებული წევრი, ხელი მოაწეროს მასთან ასოცირების შეთანხმებას და მერე ვნახოთ. არა მაქვს იმედი, რომ ეს ახლა მოხერხდება, მაგრამ კარი ღიაა“, განაცხადა მერკელმა ევროკავშირის აღმოსავლეთის სამიტთან დაკავშირებით ვილნიუსში ჩასვლის შემდეგ. ვილნიუსში ჩავიდა უკრაინის ოპოზიციის ზოგი ლიდერიც, მათ შორის ვიტალი კლიჩკო. ჟურნალისტებთან საუბრისას, კლიჩკომ განაცხადა, რომ კვლავაც აქვს ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერის იმედი. კლიჩკოს თქმით, პარასკევს დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან გერმანიის კანცლერის შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ ასოცირების შეთანხმებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
XS
SM
MD
LG