საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, ვილნიუსის სამიტს ”ისტორიული დატვირთვის” მქონე უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ - ლიტვის დედაქალაქში გამგზავრებამდე, 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მაია ფანჯიკიძის თქმით, ”ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის პარაფირებაც მოხდება ვილნიუსის სამიტზე, ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.” მინისტრის ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს, ხელი მოეწერება ჩარჩო ხელშეკრულებას - ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე და ”დადებითად იქნება შეფასებული” საქართველოს მიერ მიღწეული ”მნიშვნელოვანი პროგრესი” სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ”გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტზე დაფიქსირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან სხვა პრიორიოტეტულ სფეროებში - განსაკუთრებით: ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების მიმართულებით - მიღწეული პროგრესიც”, - აღნიშნა მაია ფანკიკიძემ 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ყველაზე პოპულარული
1