ვაშინგტონი ისევ გამოვიდა მოწოდებით, რომ მალე გაფორმდეს უსაფრთხოების საკითხზე ავღანეთთან შეთანხმება. როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, სიუზან რაისმა განაცხადა სამშაბათს ქაბულში მიცემული ტელეინტერვიუს დროს, თუ შეთანხმება მალე არ გაფორმდება, აშშ-ს არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ დაიწყოს ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს ჯარების გაყვანის დაგეგმვა. რაისის თქმით, მან ამის შესახებ უკვე უთხრა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, ორშაბათს მასთან შეხვედრისას. უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება განსაზღვრავს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ყოფნის პირობებს, 2014 წლის ბოლოს ამ ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გასვლის შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1