აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კვირას ჟენევას დატოვებს და ლონდონში გაფრინდება. იქ ის თავის ბრიტანელ კოლეგას, უილიამ ჰეიგს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ კერი და ჰეიგი სირიაზე, ირანზე და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრებენ და შეხვდებიან ლიბიის პრემიერ-მინისტრს, ალი ზეიდანს. კერი და ჰეიგი ჟენევაში იმყოფებიან რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ, კეტრინი ეშტონთან ერთად, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანელ კოლეგასთან, ჰავად ზარიფთან მოსალაპარაკებლად. არ არის ცნობილი, მოლაპარაკება გაგრძელდება თუ არა კვირასაც. ზარიფის მოადგილემ, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური და რთული მოლაპარაკება, რომ კამათია ფორმულირებების გარშემო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა , გიდო ვესტერველემ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად ჟენევაში ჩავიდა, თქვა, რომ „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, მაგრამ „შანსი რეალისტურია“.
ყველაზე პოპულარული
1