Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


ვენაში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქსიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ. პირისპირ შეხვედრა ჩატარდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ორგანიზებით. ჩვენი რადიოს სომხური სამსახურის დირექტორის, ჰრაირ თამრაზიანის ცნობით, პრეზიდენტმა სარქსიანმა მას აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, რომ საუბარმა “ნორმალურად“ ჩაიარა. ჩვენი კოლეგის ცნობით, კონფლიქტის მოგვარების პროცესში, პროგრესად მიიჩნევენ, თავისთავად, შეხვედრის გამართვის ფაქტს: „კარგია ის, რომ ორი წელი ჩიხში ყოფნის შემდეგ - როცა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ერთმანეთს არ ხვდებოდნენ და, მთლიანობაში, მკაცრი განცხადებები კეთდებოდა კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაზე - ორი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდა, რაც თავისთავად პროგრესია“, აღნიშნავს ჩვენი კოლეგა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტს იწვევს მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორია, რომელზეც გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის შედეგად, კონტროლი დაამყარეს ყარაბაღელმა ეთნიკურმა სომხებმა, ერევნის მხარდაჭერით. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი ჯერ არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG