Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკში ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრში მოათავსეს


რუსულ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა მოათავსეს კრასნოიარსკის საავადმყოფოში - ტუბერკულოზის ცენტრში. ეს ცნობა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა ტოლოკონიკოვას მეუღლემ, პიოტრ ვერზილოვმა. მისი თქმით, პატიმრის ჯანრმთელობას შეამოწმებენ შიმშილობის შემდეგ გართულებების გამო. მორდვეთის რესპუბლიკაში მდებარე კოლონიაში, სადაც ტოლოკონიკოვა აქამდე იხდიდა სასჯელს, მან შიმშილობა გამოაცხადა ადმინისტრაციის მხრიდან მუქარისა და პატიმართა მონურ პირობებში მუშაობის გასაპროტესტებლად. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს დაადასტურეს, რომ ტოლოკონიკოვა ჩავიდა კრასნოიარსკის მხარეში მდებარე კოლონიაში, სადაც მორდვეთის ციხიდან გადაიყვანეს. ტოლოკონიკოვა ორწლიან პატიმრობას იხდის 2012 წელს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული, პრეზიდენტ პუტინის მიმართ კრიტიკული აქციისათვის.
XS
SM
MD
LG