ზუგდიდში დაკავებული პირი აღიარებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელს, ცოლის გაუპატიურების მცდელობის გამო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდში პოლიციელის დაჭრის შესახებ. მას ყური მოაჭრეს, სცემეს, ორივე ფეხი მოტეხეს და ზუგდიდში, დევნილთა დროებით დასახლებასთან დატოვეს. საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიასთან საუბარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული სამართალდამცველი საავადმყოფოში მოთავასეს.
ყველაზე პოპულარული
1