ეგზიტ პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე საერთო, ჯამური სურათი უკვე ნათელია. დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. ”იმედია, ჩვენ ყველანი მოვიგებთ ამ არჩევნებით და ქვეყნისთვის დაიწყება ახალი ერა, როცა მთავრობა იმუშავებს, საქმეს გააკეთებს და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია მთავრობასთან ვიმუშავებთ, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს”, - განაცხადა ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციის ლიდერი მზად იქნება იმუშაოს ახალ პრეზიდენტთან და შესთავაზოს თანამშრომლობა ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნის უკეთესად ცხოვრებისთვის.
ყველაზე პოპულარული
1