ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარი და მოსწავლეები „საშვების“ მოლოდინში
ხურჩის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. ხურჩას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის უბანია, ოკუპირებული ნაბაკევისგან ღელე „ხურჩია“ აშორებს. სწორედ ამ ღელეს გადაკვეთა და შემდეგ უკვე გამშვებ პუნქტში რიგში ჩადგომა უწევთ ოკუპირებულ რეგიონში გადასვლის მსურველ მოქალაქეებს. ხურჩაში მცხოვრებთა დიდ ნაწილს ყანები და თხილნარი მოსაზღვრე სოფელ ნაბაკევში აქვთ, საკუთარ მიწაზე სამუშაოდ გადასვლას ან ჩუმად, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ახერხებენ. ახალი სასწავლო წლიდან გადაადგილების პრობლემა შეექმნათ მოსწავლეებსაც. სოფელ ხურჩაში მცხოვრებ ბავშვებს მოსაზღვრე სოფლის, ოკუპირებული ნაბაკევის სკოლაში წასვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის სამხედროები. ისინი მოზარდებისგან ითხოვენ სოხუმის მიერ დამტკიცებულ „მოსწავლის საშვს“, რომელიც დე ფაქტო მთავრობას ჯერ არ გაუცია.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
დეკემბერი 15, 2024
ნაძვის ხის ანთება გადაიდო
-
დეკემბერი 13, 2024
თეატრი წინა ხაზზე - ინტერვიუ დათა თავაძესთან
-
დეკემბერი 12, 2024
თეატრი ქუჩაში - როცა პროტესტი გასცდა სცენას