მოშორებით, კონტრ-აქციის ჩატარების მცდელობა ჰქონდათ ოცნების მომხრეებს. შუაში პოლიციის კორდონი იდგა. მოულოდნელად ხალხში ხმა დაირხა, მთავრობამ ღონისძიება გააუქმა და ნაძვის ხე აღარ აინთებაო. ამ დროს ნაძვის ხესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. კონტრ-აქციაზე კი მამუკა მდინარაძე გამოჩნდა და ხალხს უთხრა, დაიშალეთო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ საახალწლო ნაძვს აანთებენ და საახალწლო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა “რადიკალური ოპოზიცია მისცემს ბავშვებს ამის შესაძლებლობას”.
ფორუმი